fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სასამართლოს განჩინების მიუხედავად, “ემპათიის” ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან ჯერ ვერ შედიან

სასამართლოს განჩინების არსებობის მიუხედავად, რომლის თანახმადაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, ექსპერტიზის ჩასატარებლად “ემპათიის” ექსპერტები უნდა დაუშვან, “ვივამედში”, მიხეილ სააკაშვილთან მედიკოსები ამ დრომდე არ შესულან.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ არაა გამორიცხული, ხელისუფლებამ პროცესი გააჭიანუროს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ იჩქაროს. და ეს მაშინ, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

თუ ხელისუფლება დაუშვებს ექსპერტიზაზე “ემპათიის” მედიკოსებს, დაიწყება რამდენიმედღიანი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და დაიდება დასკვნა, რომელიც, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საფუძველი გახდეს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული