fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკში შეიჭრნენ – გაიდაი

რუსმა ოკუპანტებმა მოახერხეს ქალაქ სევეროდონეცკში შეჭრა, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის უკრაინული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქში ღამით დაწყებული ქუჩის ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება, ამასთან, თუკი მანამდე ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინელები აკონტროლებდნენ, ახლა სიტუაცია შეიცვალა.

სერგეი გაიდაიმ საევაკუაციო ავტობუსის დაცხრილვაზეც გააკეთა კომენტარი, რა დროსაც ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა: “ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა, პატრულ-პოლიციელი დაიჭრა, თარჯიმანმა და კიდევ ერთმა მოქალაქემ კონტუზია მიიღეს, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული