უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსული სამხედრო დანაკარგების განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ უკრაინასთან ომში, რუსმა ოკუპანტებმა უკვე 30.500-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს.
ამას გარდა, განადგურებულია 1350-ზე მეტი ტანკი და 3.200-ზე მეტი სხვა ჯავშანტექნიკა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი დანაკარგის შესახებ განახლებულ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს.