“ისინი უკრაინელები არიან, ისევე, როგორც ჩვენ…” – ასე პასუხობს “აზოვსტალიდან ნებაყოფლობით გამოსული “აზოვის” მებრძოლი, უმცროსი სერჟანტი, რუსი ოკუპანტებისა და მათი მხარდამჭერი პროპაგანდისტი ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, თუ ვინ არიან მისთვის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მცხოვრები ადამიანები.
“აზოვი!” – ამაყად ასახელებს პოლკის სახელწოდებას, სადაც იბრძოდა, ხოლო ერთერთი ოკუპანტის შეკითხვას იმის შესახებ, რას იტყვის იმაზე, რომ მარიუპოლში აღმოჩენილია მშვიდობიანი მოქალაქეების სამარხები იმ დროს, როცა ქალაქს “აზოვი” აკონტროლებდა, უმცროსი სერჟანტი პასუხობს: “ეს შეუძლებელია!”.
ამავე დროს, “აზოველი” მებრძოლი, თავდაჯერებული სიამაყით ჰყვება მისი დანიშნულების შესახებ პოლკში, ხოლო დასმულ შეკითხვაზე: “მოსანანიებელი თუ გაქვთ რამე?” დაუფიქრებლად პასუხობს: “არა, აბსოლუტურად არაფერი!..”