fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ქვეყნდება ვიდეო, როგორ აღწევდნენ “აზოვსტალში” უკრაინის ვერტმფრენები

ბოლოს და ბოლოს, დღის სინათლე იხილა კადრებმა, როგორ აღწევდნენ უკრაინის ვერტმფრენები ალყაშემორტყმულ “აზოვსტალში”, როგორ აწვდიდნენ მარიუპოლის დამცველებს იარაღსა და მედიკამენტებს და როგორ გამოჰყავდათ იქედან დაჭრილები.

შეგახსენებთ, ეს იმ დროს ხდებოდა, როცა ვლადიმირ პუტინმა პირადად შოიგუს დაავალა, რომ “აზოვსტალიდან” ბუზიც ვერ გამოფრენილიყო.

აქვე გაგახსენებთ იმასაც, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა “აზოვსტალის” ტერიტორიაზე ჩატარებული საჰაერო-სამაშველო ოპერაციების შესახებ და დაამატა, რომ ასეთი ოპერაციის დროს არაერთი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა.

დეტალები: ალყაშემორტყმულ მარიუპოლში უკრაინის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო MI-8-ს და დამრტყმელი MI-24-ის ტიპის ვერტმფრენებმა უკრაინელი მებრძოლების დასახმარებლად 7 გაფრენა განახორციელეს

უკრაინელთა ვერტმფრენებმა აზოვსტალის ტერიტორიაზე ჩაიყვანეს დამატებითი მებრძოლები, ადგილზე ჩაიტანეს მედიკამენტები, საკვები და საბრძოლო აღჭურვილობა

აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ათეულობით მძიმედ დაჭრილი მებრძოლის ევაკუაცია მოხდა. დაფიქსირდა 3 ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტიც- ერთ-ერთი შემთხვევის დროს უკრაინელთა MI-8-ს ტიპის სატრანსპორტო ვერტმფრენი მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც მარიუპოლიდან დაჭრილი მებრძოლები გაჰყავდა ( 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა)

ზემოხსენებული ოპერაციები უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ძალების გენშტაბის ბრძანებით ხორციელდებოდა- უკრაინელ მფრინავებს მარიუპოლის საჰაერო სივრცეში იმ ფონზე უწევდათ შესვლა, როდესაც ოკუპირებულ ქალაქში 15 000-მდე რუსი მებრძოლი იმყოფებოდა…

მფრინავების გადარჩენის ალბათობა %50-ზე დაბალი მაჩვენებლით შეაფასეს დასავლელმა სამხედრო ექსპერტებმა, რადგან მარიუპოლის საჰაერო სივრცეში ბატონობდა რუსული მოიერიშე, გამანადგურებელი და საარმიო ავიაცია , აგრეთვე აქვე განთავსებული იყო ათობით ახლო მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები ( Tor M1; Strela-10 ‘ Pantsir s1)

მიუხედავად რუსული შეიარაღებული ძალების რიცხობრივი უპირატესობისა, უკრაინელთა 7 გაფრენიდან 4 წარმატებული აღმოჩნდა და უკრაინელმა მფრინავებმა უკან დაბრუნება დანაკარგების გარეშე მოახერხეს.

“სასიკვდილო” ფრენები მარიუპოლში – ემოციური კადრები
მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული