fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ქმარი მოკლეს, ცოლს კი რიგრიგობით აუპატიურებდნენ – უკრაინის გენპროკურორი ომის დანაშულს ასახელებს

რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი ომის სისხლის სამართლის დანაშაულზე აღძრული საქმე სასამართლოში გადაიგზავნა.

სამართალდამცავებმა უკრაინის ომის დროს, რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი გაუპატიურების პირველი საქმე სასამართლოში გაგზავნეს.

ამ ბრალდებით, ბუჩაში ჩადენილი დანაშაულისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალების 90-ე გვარდიის სატანკო ვიტებსკ-ნოვგოროდის დივიზიის 239-ე პოლკის სამხედრო მოსამსახურეს, მიხეილ რომანოვს გაასამართლებენ.

მას ბრალს მოქალაქის მკვლელობისა და მის მეუღლეზე სექსუალური ძალადობისთვის წაუყენებენ. როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ბენედიქტოვამ განაცხადა, მოძალადემ, თანამებრძოლებთან ერთად, კაცი მოკლა, მის ცოლს კი რიგრიგობით აუპატიურებდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსი ოკუპანტების ამაზრზენი დანაშაულის შესახებ ხდება ცნობილი – ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ბუჩაში გამოირჩეოდნენ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული