fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ომის 96-ე დღე უკრაინაში – სად რა ხდებოდა და ხდება

30 მაისს 96-ე დღე შესრულდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. ალფანიუსი რეგულარულად მოგაწვდით ცნობებს უკრაინის სხვადასხვა ფრონტიდან: სად რა ხდება ამ დროისთვის:

ხერსონის მიმართულებით უკრაინამ კონტრშეტევითი მოქმედებები დაიწყო და წარმატებებს მიაღწია. ამ მიმართულებაზე მტერი უკუგდებულია 9 კმ-ით იმ პოზიციებიდან, რაც კონტრშეტევის დაწყებამდე ჰქონდათ დაკავებული.

“ხერსონის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევებმა ჩაშალა ოკუპანტთა გეგმები სწრაფი შეტევის შესახებ”, – მიიჩნევენ სამხედრო ექსპერტები.

29-30 მაისს, დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს 5 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, ორი ფრთოსანი რაკეტა, გაანადგურეს ასეულის ტაქტიკური ჯგუფი და საბრძოლო მასალების საწყობი.

დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე უკრაინელებმა მტრის 14 შეტევა მოიგერიეს. განადგურებულია მტრის 28 ერთეული ჯავშანტექნიკა, ორი საარტილერიო სისტემა, 10 ერთეული სატვირთო ავტომანქანა. ამავე მიმართულებაზე, დღე-ღამის განმავლობაში, ჩამოგდებულია ორი ფრთოსანი რაკეტა Х-59МК და სამი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უ.ს.ა. “Куб”.

კრივოი როგიდან სამხრეთით უკრაინელებმა წარმატებული შეტევითი ოპერაცია ჩაატარეს. განადგურებულია 60-ზე მეტი ოკუპანტი და მტრის საბრძოლო ტექნიკის 19 ერთეული. ჩამოგდებულ საჰაერო სამიზნეს შორის არის СУ-35.

ასევე სამხრეთის მიმართულებაზე, უკრაინელებმა დღე-ღამის განმავლობაში, 60-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს, ასევე განადგურებულია 27 ერთეული მტრის ტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრი და ოკუპანტთა სამეთაურო პუნქტი.  

ოკუპანტებმა დაბომბეს ქალაქი ბუგი, ნიკოლაევის ოლქში. რამდენიმე ინფრასტრუქტურული შენობა დაზიანდა.

დაიბომბა ასევე ხარკოვი. დაზიანდა რამდენიმე შენობა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სერგეი ლავროვმა პარიზი დაადანაშაულა “უკრაინაში ნეონაციზმის გაღვივებაში”.

ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, დათანხმდეს სამმხრივ შეხვედრას მისი, ერდოღანისა და პუტინის მონაწილეობით.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული