fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ოკუპირებულ მელიტოპოლში კოლაბორაციონისტთა შტაბი აფეთქდა

დაახლოებით დილის 7:50 საათზე, კიევის დროით, ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქების ხმა გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ტელეცენტრ კვარტლის უბანში მოხდა, სადაც განთავსებულია ზაპოროჟიის ოლქის რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელის ევგენი ბალიცკის შტაბი.

მომხდარი აფეთქების შემდეგ რუსმა სამხედროებმა ქალაქის ცენტრალურ უბნებში პატრულირება გააძლიერეს და მოედანი ალყაში მოაქციეს. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა – ისინი კოლაბორაციონისტი ბალიცკის შტაბში მუშაობდნენ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული