fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

მოსკოვის აეროპორტში ზამირ მამედოვი პლაკატისთვის “Я Замир” დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი ნიკუშა ფარულავა რუსი პოლიციელების განსაკუთრებულ აქტივობას დასცინის და წერს, რომ მოსკოვის აეროპორტში დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელსაც ხელში ეჭირა ფურცელი წარწერით “Я Замир”.

მას ბრალდებად რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია წაუყენეს, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებულს ზამირი ჰქვია და პლაკატზე დაწერილი სახელით იმ პირის გამოჩენას ელოდებოდა, ვინც მას უნდა დახვედროდა და სახელით ამოეცნო.

შენიშვნა: ფოტო შერჩეულია თემატურად და არ ასახავს აქ აღწერილ ამბავს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული