fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

მარიუპოლში 45 წლის “აზოველის” დაღუპვის დეტალები ახლა გასაჯაროვდა

პოლტაველი ნატალია სტრებკოვა – 45 წლის, პოლკ “აზოვის” მებრძოლი იყო, რომელიც 15 აპრილს, რუსული ჭურვის ჩამოვარდნის დროს, “აზოვსტალში” დაიღუპა.

დაღუპვის დეტალები მისმა შვილმა ირინა შმატკომ მხოლოდ ახლა გაასაჯაროვა. ნატალია ქმართან ერთად მარიუპოლში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი შეჭრა განახორციელა.

ომამდე ნატალია საქმეთა მმაღთველი იყო, შემდეგ კი მედდა გახდა. მოგვიანებით მას მოუწია მედდისა და მებრძოლის საქმიანობის შეთავსება.

შეგახსენებთ, პოლკ “აზოვის” წევრები რუსი ოკუპანტების შეტევებს მარიუპოლში დაახლოებით სამი თვის განმავლობაში იგერიებდნენ, ბოლოს კი, უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანებისამებრ, იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ. უკრაინის ხელისუფლებას დღემდე იმედი აქვს, რომ მათ გამოხსნას მოახერხებს.

“აზოვის” წევრები ამჟამად ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ მ იმართ მოპყრობას წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია აკონტროლებს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული