fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

მაქსიმ ჟორინი: “აზოვის” ახალ დანაყოფებს ვქმნით”

პოლკ “აზოვის” კიევის დანაყოფის მეთაური მაქსიმ ჟორინის თქმით, უკვე დაწყებულია “აზოვის” ახალი დანაყოფების შექმნა და დღეს შევრონები ხარკოვში, ახალბედა “აზოველებს გადაეცა.

“იმავე პრინციპებსა და იდეების ფუნდამენტზე, რითაც ლეგენდარული “აზოვი” გამოირჩეოდა, ახალ დანაყოფებს ვქმნით. ეს დანაყოფები ყოვედღიურად ხდებიან მრავალრიცხოვანი და პროფესიონალური”, – ამბობს მაქსიმ ჟორინი.

მისივე თქმით, დღეს ჰქონდა პატივი, შეხვედროდა და შევრონები (“აზოვის” სამხრე ნიშნები) გადაეცა ხარკოველი ახალგაზრდებისთვის.

შეგახსენებთ, პოლკი “აზოვი” 2014 წელს დაარსდა. ის სპეცდანაყოფია და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ოფიციალურად ირიცხება. განსაკუთრებული მომზადების, თავდადების, ბრძოლის ხელოვნების ათვისების გამო, პოლკი “აზოვი” რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიამ და ხელისუფლების ვერტიკალმა თავიდანვე აითვალწუნა.

ამჟამად, მარიუპოლის გმირული, თითქმის სამთვიანი დაცვის შემდეგ, “აზოვის” წევრთა უმრავლესობა საკუთარი ნებით გამოვიდა “აზოვსტალის” ბუნკერებიდან, რითაც შეასრულა უკრაინის უმაღლესი სარდლობის ბრძანება წიმააღმდეგობის შეწყვეტის შესახებ.

ისინი რუსეთის ფედერაციის მიერ კონრტროლირებად ტერიტორიაზე, თვითგამოცხადებული დნრ-ის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება იმედს არ კარგავს, რომ რუს სამხედრო ტყვეებზე “აზოველების” გადაცვლას მოახერხებს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული