ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა ლუგანსკის ოლქში საევაკუაციო ავტობუსის დაცხრილვის დროს, რის შემდეგაც ევაკუაცია შეწყდა. კიდევ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის უკრაინული ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი იტყობინება და მოკლული ფრანგი ჟურნალისტის ფოტოს აქვეყნებს.
მოკლულია BFMTV კორესპონდენტი ფრედერიკ რეკლერკი.