fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ხარკოვის ჩრდილოეთით შეტევაზე გადასული უკრაინელები რუსეთთან საზღვრის მთელ პერიმეტრს უახლოვდებიან

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებენ ხარკოვის ჩდილოეთით. საბრძოლო მოქმედებათა რუკით განმტკიცებული, ინსტიტუტის სამხედრო მკვლევარების ეს ინფორმაცია არმიის გენშტაბს ჯერ არ დაუდასტურებია.

ინსტიტუტის მკვლევართა მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული საოკუპაციო ძალების ხარკოვის ჩრდილოეთით ორ ნაწილად გახლიჩეს, რითაც გაართულეს ამ საბრძოლო ჯგუფების ერთმანეთთან კავშირი.

ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უახლოვდებიან რუსეთის ფედერაციის საზღვარის მთლიან პერიმეტრს ბელგოროდის ოლქთან, საერთო ჯამში კი ეს მონაცემები მეტყველებს, რომ ბოლო დღეების მძიმე ბრძოლების შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული გადაჯგუფება და კონტრშეტევითი სტრატეგიის სწორად დაგეგმვა მოახერხეს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული