fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

HIMARS, რომელსაც უკრაინაში ელოდებიან – ყველაფერი უნიკალური ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემაზე

“ჰაიმარსი” (HIMARS) ამერიკული მაღალი მობილობის მქონე სარაკეტო სისტემაა (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა), რომელიც სწრაფად გადაადგილდება ბრძოლის ველზე და მოხერხებულია გამოსაყენებლად. ერთერთი ვერსიით, ის უკვე უკრაინაშია, თუმცა, ამის ოფიციალური დადასტურება, ჯერჯერობით, არ არსებობს.

“ჰაიმარსს” შეუძლია მიზნიდან 70 კილომეტრში უზუსტესი დარტყმით ჩააგდოს 222მმ-იანი Gps-ით მართვადი რაკეტა. მას შეუძლია მხოლოდ ერთი ზალპით მოიცვას საფეხბურთო მოედნის ტოლი ფართობი და იქ ცოცხალი არავინ და არაფერი დარჩება…

სროლის სიშორე ერთ მობილურ მოწყობილობას შესაძლებლობას აძლევს, საარტილერიო მხარდაჭერა გასწიოს 14.000 კვ. კმ ფართობზე. “ჰაიმარსის” სრული ზალპი ექვსი მართვადი რაკეტაა. მას კასეტური სუბელემენტებით გაჯერებული რაკეტების სროლა შეუძლია, რა დროსაც ერთი რაკეტის აფეთქების ფონზე რამდენიმე ასეული სუბელემენტი თვითნებურად მოქმედებს და ვრცელ ზონას ფარავს.

ექვსი ჭურვის ნაცვლად, სისტემას შეუძლია ერთი ტაქტიკური, 300 კმ სიშორის რაკეტის ტარება და გაშვება. “ერაყის თავისუფლების” ოპერაციის დროს ასეთი 450 რაკეტა გაუშვეს. დამმიზნებელს შეუძლია მიზნიდან 75 კმ მანძილზე, სისტემის მონაცემთა ბაზაში შეიყვანოს კოორდინატები, რის შემდეგაც ყველაფერი ავტომატურად ხდება: სისტემის გამშვები თავად არჩევს კუთხეს გასროლის წინ.

გასროლილი ჭურვი წამში კილომეტრის სიჩქარით მიფრინავს, ხოლო ყოველი მილიწამის განმავლობაში დამიზნების სიტემა რაკეტის ტრაექტორიის კორექტირებას ახდენს.

დარტყმის ცდომილება, მაქსიმუმ, 5 მეტრზეა გათვლილი. დაჯავშნული კაბინა სამ პერსონალზეა გათვლილი. გასროლის შემდეგ “ჰაიმარსი” სწრაფად ტოვებს ადგილს, რათა კონტრბატარეის სისტემის სამიზნე არ გახდეს.

გასროლის შემდეგ უკვე 90 წამში მას ადგილიდან დაძვრა შეუძლია. მისი ძრავი 340 ცხენისძალიანია და ერთი სავსე ავზით, ნებისმიერი გამავლობის გზაზე, 480 კმ-ის გავლა შეუძლია. ხელახალი გასროლის მოსამზადებლად სისტემა ხუთ წუთში მზადაა.

M-142 Himars-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას შეუძლია ისროლოს:

1) M26-ის ტიპის უმართავი 227 მმ-იანი რაკეტა 32კმ-ზე , რომელიც შეიცავს 640-ზე მეტ M77/M85 Dpicm-ის მსხვრევად-კუმულატიური სუბელემენტებით.

2) M26A1-ის ტიპის უმართავი 227მმ-იანი რაკეტებს 45კმ-ზე ისვრის ( უნიტარული და კასესტური ქობინების მქონე )

3) M30/31 Gmlrs- Gps-ით მართვადი 227 მმ-იან რაკეტებს 70 კმ-ზე.

4) MGm-140 Atacms – ტაქტიკური რაკეტა, რომლის ახალ მოდიფიკაციებს 300კმ-ის რადიუსში შეუძლია სამიზნის განადგურება ( ფუგასური, კასეტურ ქობინიანი).

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული