fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“ჰაიმარსი” (HIMARS) უკრაინამ, შესაძლოა, მომავალ კვირას მიიღოს

“ჰაიმარსი” (HIMARS) ამერიკული მაღალი მობილობის მქონე სარაკეტო სისტემაა (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა), რომელიც სწრაფად გადაადგილდება ბრძოლის ველზე და მოხერხებულია გამოსაყენებლად. “ჰაიმარსს” შეუძლია მიზნიდან 70 კილომეტრში უზუსტესი დარტყმით ჩააგდოს 540 კგ-იანი რაკეტა.

მას შეუძლია მხოლოდ ერთი ზალპით მოიცვას საფეხბურთო მოედნის ტოლი ფართობი და იქ ცოცხალი არავინ და არაფერი დარჩება… სროლის სიშორე ერთ მობილურ მოწყობილობას შესაძლებლობას აძლევს, საარტილერიო მხარდაჭერა გასწიოს 14.000 კვ. კმ ფართობზე. “ჰაიმარსის” სრული ზალპი ექვსი მართვადი რაკეტაა.

მას კასეტური ბომბების სროლა შეუძლია, რა დროსაც ერთი რაკეტა უამრავ, მცირე ზომის ჭურვებად იქცევა. სისტემას შეუძლია ბუნკერები და სადგურები გაანადგუროს. ექვსი ჭურვის ნაცვლად, სისტემას შეუძლია ერთი ტაქტიკური, 200 კმ სიშორის რაკეტის ტარება და გაშვება. “ერაყის თავისუფლების” ოპერაციის დროს ასეთი 450 რაკეტა გაუშვეს.

დამმიზნებელს შეუძლია მიზნიდან 75 კმ მანძილზე, სისტემის მონაცემთა ბაზაში შეიყვანოს კოორდინატები, რის შემდეგაც ყველაფერი ავტომატურად ხდება: სისტემის გამშვები თავად არჩევს კუთხეს გასროლის წინ. გასროლილი ჭურვი წამში კილომეტრის სიჩქარით მიფრინავს, ხოლო ყოველი მილიწამის განმავლობაში დამიზნების სიტემა რაკეტის ტრაექტორიის კორექტირებას ახდენს.

დარტყმის ცდომილება, მაქსიმუმ, 5 მეტრზეა გათვლილი. დაჯავშნული კაბინა სამ პერსონალზეა გათვლილი. გასროლის შემდეგ “ჰაიმარსი” სწრაფად ტოვებს ადგილს, რათა კონტრბატარეის სისტემის სამიზნე არ გახდეს. გასროლის შემდეგ უკვე 90 წამში მას ადგილიდან დაძვრა შეუძლია. მისი ძრავი 340 ცხენისძალიანია და ერთი სავსე ავზით, ნებისმიერი გამავლობის გზაზე, 480 კმ-ის გავლა შეუძლია. ხელახალი გასროლის მოსამზადებლად სისტემა ხუთ წუთში მზადაა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული