fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამერიკული MRLS უკვე უკრაინაშია

ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, რომელთა გადაცემას ასე დაჟინებით მოითხოვდა ოფიციალური კიევი, შესაძლოა, უკვე უკრაინაშია – ინფორმაციას “ტვიტერზე” უკრაინული სამხედრო პლატფორმა ავრცელებს.

ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა ოფიციალური წყაროებით, თუმცა, ცნობილია, რომ ვაშინგტონი მზად იყო, განეხილა ეს შესაძლებლობა. მეტიც, გასული კვირის ბოლოს აშშ-ის წამყვანმა გაზეთებმა დაწერეს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე გაიარა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების უკრაინაში გაგზავნის ყველა დეტალი შესაბამის სპეციალისტებთან. სწორედ ამ დროს გაჩნდა ვერსიაც, რომ სისტემები, შესაძლოა, უკვე გზაში ყოფილიყო.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული