თბილისში, სამგორის რაიონში, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია, მას ოპერაცია ჩაუტარდა.
დაპირისპირება მოზარდებს შორის გუშინ, შუადღის საათებში, გაკვეთილების შემდეგ დაიწყო და მასში 15-დე მოზარდი მონაწილეობდა. გარჩევის დროს მოზარდებმა, წინასწარი ინფორმაციით, ცივი იარაღი გამოიყენეს. ჩხუბში ათზე მეტი
შსს-მ გუშინვე გამოკითხა დაპირისპირების მონაწილე მოზარდები, დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი ჩხუბის ერთერთი მონაწილე, 15 წლის ბიჭი დაკავებულია.