უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სინოდმა სრულიად დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ასევე, სინოდი გაემიჯნა უკრაინაში ომთან დაკავშირებით პატრიარქ კირილის პოზიციას. სავარაუდოდ, ეს ნაბიჯი სინოდმა საზოგადობის მხრიდან ზეწოლის გამო მიიღო.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმსახურს, წირვის დროს, “ბრილიანტის მწვანე” შეასხეს.