fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ბრიტანელი გენერალი: ისინი [რუსები] უკრაინიდან თავიანთი ნებით არ გავლენ

ბრიტანეთის გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორდი რიჩარდ დანატი მიიჩნევს, რომ რუსეთის ჯარი უკრაინაში მიტაცებულ ტერიტორიებს თავისი ნებით არ დათმობს.

“ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია მოსთხოვოს რუსეთს, რომ გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან, დაუბრინდეს 24 თებერვლამდელ პოზიციებს, მაგრამ რატომ უნდა გააკეთონ რუსებმა ეს?”, – ამბობს გენერალი Sky News-თან ინტერვიუში, – “რასაკვირველია, ისინი ნებით არ გავლენ, ნატო და დასავლეთის ქვეყნების კოალიცია კი მათ განსადევნად მსხვილმასშტაბიან ოპერაციას არ ჩაატარებს”.

მისივე თქმით, ნამდვილი მოლაპარაკებებები მხარეებს შორის მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ უკრაინელები გამაგრდებიან დონბასის ხაზზე თავდაცვაში, რუსი ოკუპანტები კი დაიღლებიან მათთან ბრძოლაში.

მაგრამ მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში, ლორდ დანატის აზრით, პრეზიდენტ ზელენსკის მოუწევს შეეგუოს, რომ უკრაინის ტერიტორიის 10-დან 15 %-მდე რუსეთის მიერ კონტროლირებადი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ტავად პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე უკრაინის ხელისუფლების სხვა მაღალი პირები უარს ამბობენ რაიმე სახის კომპრომისზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიის რაიმე ნაწილის დათმობას გულისხმობს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული