fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“აზოვსტალიდან” ევაკუირებულებთან ოჯახის წევრებს კავშირი არა აქვთ

იმ უკრაინელ მეომრებთან, რომლებიც “აზოვსტალიდან” არიან ევაკუირებულები, ოჯახის წევრებს კავშირი არა აქვთ, – ამის შესახებ მათ CNN-ს უთხრეს.

ოჯახის წევრების თქმით, მებრძოლები ან საერთოდ არ რეკავენ, ან დეტალებზე არ საუბრობენ.

მაგალითად, ერთერთი დაჭრილი საზღვაო ქვეითის ცოლმა, რომელსაც CNN ესაუბრა, განაცხადა, რომ ბოლოს ქმართან კავშირი აპრილის შუა რიცხვებში ჰქონდა.

შეგახსენებთ, “აზოვსტალიდან” ევაკუირებული უკრაინელი მებრძოლები ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც დაჭრილები კლინიკაში განათავსეს. მოგვიანებით, მათთან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრები დაუშვეს.

უკრაინული მხარე ამ დრომდე იმედოვნებს, რომ მოახერხებს ევაკუირებული მებრძოლების გაცვლას რუს სამხედრო ტყვეებზე.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული