fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“აზოველმა” ოკუპანტებს მიანიშნა, რომ ჩაბარებას არ აპირებდნენ

პოლკ “აზოვის” მებრძოლის ნაზარ გრინცევიჩის დაკითხვის კადრები “იზვესტიამ” გამოაქვეყნა. ვიდეო “აზოვსტალიდან” მებრძოლთა გამოსვლის დღესაა გადაღებული, მაგრამ ახლა გავრცელდა.

გამოკითხვისას ნაზარ გრინცევიჩი მიანიშნებს, რომ აზოველები ჩაბარებას არ აპირებდნენ, რომ არა ბრძანება, ხოლო შეკითხვაზე, რატომ არ დანებდნენ მანამდე, პასუხობს:

“ჩვენ სამხედრო მოსამსახურეები ვართ. გვქონდა ბრძანება: “იდექით!” – ვიდექით.; გვქონდა ბრძანება “გადით!” – გამოვედით…”.

ერთერთი ოკუპანტი ბუნკერებში არსებული მდგომარეობითაც ინტერესდება და გრინცევიჩს ეკითხება, ჰქონდათ თუ არა წყალი და საკვები:

“წყალი და საკვები ძალიან ცოტა იყო, ვიყოფდით, ვუყოფდით დაჭრილებს”, – ამბობს “აზოველი”.

https://www.facebook.com/AlphaFrequencyTV/videos/3376956739245365/

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული