fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

არანაკლებ ასი GRUZ-200: უკრაინის ავიაციამ ოკუპანტთა ტაქტიკური ჯგუფი გაანადგურა

იზიუმის მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი ზარალი მიაყენეს რუს ოკუპანტებს, – ამის შესახებ სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბი იტყობინება.

განადგურებულია ასზე მეტი ოკუპანტი. იერიში რუსეთის ასეულის ტაქტიკურ ჯგუფზე Су-25 მოიერიშითა და Су-24М ბომბდამშენით განხორციელდა.

29-30 მაისს დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე უკრაინელებმა მტრის 14 შეტევა მოიგერიეს. განადგურებულია მტრის 28 ერთეული ჯავშანტექნიკა, ორი საარტილერიო სისტემა, 10 ერთეული სატვირთო ავტომანქანა. ამავე მიმართულებაზე, დღე-ღამის განმავლობაში, ჩამოგდებულია ორი ფრთოსანი რაკეტა Х-59МК და სამი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უ.ს.ა. “Куб”.

კრივოი როგიდან სამხრეთით უკრაინელებმა წარმატებული შეტევითი ოპერაცია ჩაატარეს. განადგურებულია 60-ზე მეტი ოკუპანტი და მტრის საბრძოლო ტექნიკის 19 ერთეული. ჩამოგდებულ საჰაერო სამიზნეს შორის არის СУ-35.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული